აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა,სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება.
შეიქმნა 1988 საქართვ. მთავრობის საგანგებო დადგენილებით, 1959 დაარსებული საქართვ. სოფლის მეურნეობის სამისტროსთან არსებული სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბაზაზე, რ-მაც საფუძველი ჩაუყარა აგრ. სექტორში აქტუალური ეკონ. პრობლემების კვლევას. ინ-ტის დაარსებიდან, მისი დირექტორი იყო ა. ნიჟარაძე, 1960–86 – პ.ჟღენტი, 1986–88 –ვ. პაპუნიძე, 1988–2006 – ვ. ბურკაძე, 2006–07 – ო. ქეშელაშვილი, 2007–11 –ა. ლაფაჩი. ინ-ტმა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეიცვალა სახელწოდება და, შესაბამისად, კვლევის თემატიკა. ინ-ტში ამუშავებდნენ ორ მნიშვნელოვან პრობლემას: სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწვ. დარგობრივ სტრუქტურის ოპტიმიზაცია სამხარეო და რეგიონული თავისებურებების გათვალსიწინებით და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწვ. ფუნქციონირების ეკონ. მექანიზმის სრულყოფა აგრ. რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად. ინ-ტში შესრულებული სამუშაოებიდან აგრეთვე აღსანიშნავია: საქართვ. სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის განახლებული ზონალური სქემის შექმნა, რ-ის მიხედვითაც ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყო 13 ზონა თავისი 6 ქვეზონით. აღნიშნული სქემა საფუძვლად დაედო ქვეყანაში აგრ. სექტორის ხაზით ჩატარებულ გამოკვლევებს, რ-ებიც უპირატესად რეგიონულ ასპექტებს მოიცავდა; მათ. მოდელირების გამოყენებით დამუშავდა აგრ. სექტორის კომპლ. განვითარების პროგნოზი მინ., ოპტიმალურ და მაქს. პარამეტრებში, აგრეთვე სარწყავი და დაშრობილი მიწების (კოლხეთის დაბლობი) სას.-სამ. ათვისების ეკონ. ეფექტიანობის ამაღლების მეცნ. რეკომენდაციები, რ-ებიც საფუძვლად დაედო საქართვ. მელიორაციის განვითარების სახელმწ. პროგრამას.
ინ-ტი მონაწილეობდა აგრ. სექტორის სხვადასხვა სანორმატივო-საკანონმდებლო აქტის მომზადებაში. ფუნქციონირებდა ასპირანტურა და სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო.
2007 საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის ბრძანებით, აგროსამრეწვ. კომპლექსის ეკონ. და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ.ტის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდ. პირი – აგრარული ეკონომიკის ინ-ტი, რ-ის სახელმწ. კონტროლი დაევალა საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2010 იგი გადაეცა აგრარულ უნ-ტს, ხოლო 2011 კი ინ-ტმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
ვ. ბურკაძე
მ. თოქმაზიშვილი