აგუბედია

აგუბედია, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ოხოჯის (ოქუმის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., აძხიდა, ახეცარა, აჯრა, მეორე კოპიტი, მიშველი, ნარჯხეუ, ოხოჯა, პატრახუწა, პირველი კოპიტი, ქვალონი). ზ. დ. 120 მ, ოჩამჩირიდან 26 კმ. ა-ს შუა საუკუნეებში გულიბედია, აგრეთვე შუაბედია ერქვა. ხოლო XVIII ს. დასაწყისში აფხაზმა მოახალშენეებმა „აგუბედია“ უწოდეს (აფხ. აგუ – გული).

სოფლის მიდამოებში დგას ბედიის ტაძარი და შუა საუკ. ციხესიმაგრე „ტყაური“. ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.