აგურსამარხი

აგურსამარხი ახ. წ II-III სს

აგურსამარხი, აგურითა და კერამიკული ფილებით ნაგები მიწისქვეშა სამარხი.

გავრცელებული იყო ძვ. სამყაროს ქვეყნებში, მ. შ. საქართველოშიც. სამთავროს სამაროვანზე კრამიტსამარხისა და ქვისსამარხის პარალელურად გვხვდება გვიანდ. ანტ. ხანის (I– III სს.) ა-ებიც. ა. ერთი მიცვალებულისთვის იყო განკუთვნილი. ა-ის გვერდები, ჩვეულებრივ, ამოშენებულია თიხის კვადრ. ფილებით (ზომა 60 სმ ×60 სმ × 5 სმ), კუთხეები გამაგრებულია ვერტიკალურად ჩადგმული ღარისებრი კრამიტით. ა-ს იატაკად ხან ბრტყელი კრამიტი უგია, ხან კერამ. ან ქვის ფილები. ქალის სამარხს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს, მამაკაცისა კი გადახურულია ქვის ფილებით. მდიდრული ინვენტარი მოწმობს, რომ ა-ებში მცხეთის მოქალაქეთა შეძლებული ფენის წარმომადგენლებს კრძალავდნენ.

ლიტ.: მცხეთა, [ტ.] 1-არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955.

ა. კალანდაძე