ადამია გენო აკაკის ძე (8. III. 1936, სენაკი, – 8. IX. 1993, სოხუმთან, დაკრძალულია თბილისში), გენერალ-მაიორი ( 1993).
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 მინსკში. იქვე სწავლობდა მოსკ. პოლიგრ. ინ-ტის ფილიალში დაუსწრებლად, საიდანაც 1956 წ. 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტ. მოტივით გარიცხეს. 1957–91 მუშაობდა სამრეწვ. საწარმოებსა და სამშენებლო ობიექტებზე ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში. 1991-იდან იყო აფხაზეთში ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ –სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1992 აგვ-იდან იყო საქართვ. რესპ. შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ხოლო 1992 ნოემბრიდან – მეთაური.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა (1993) და I ხარისხის (1994, სიკვდილის შემდეგ) ორდენებით.
2020 მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.
ლ. დოლიძე