ადამია ილია ვლადიმერის ძე (30. I. 1913, სენაკი, – 27. VI. 1982, თბილისი), არქიტექტორი, არქიტექტურის ისტორიკოსი. არქიტ. მეცნ. კანდიდატი (1949).
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1938). მუშაობდა მშენებლობებზე, საპროექტოებში. ავტორია რამდენიმე განხორციელებული პროექტისა. 1944-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. მეცნიერულად შეისწავლა, აზომვა და გამოსცა ხალხ. არქიტ. ნიმუშები და ძეგლები (აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, საინგილო).
თხზ.: ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 1-3, თბ., 1956-79.