აზარფეშა

აზარფეშა, ვერცხლის გრძელტარიანი საღვინე სასმისი.

ჩვეულებრივ, მოოქრული და მოსევადებული. ა-ს ზოგჯერ ფსკერზე ფრინველის ან ცხოველის (მტრედი, ირემი) მოძრავი ფიგურა აქვს მიმაგრებული, ტარს კი ხშირად სახოტბო ლექსიც უმშვენებს.