„აზიატსკი ვესტნიკ“

„აზიატსკი ვესტნიკ“ („აზიის მაცნე“), ყოველთვიური საზოგადოებრივ-ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი.

გამოდიოდა პეტერბურგში 1825–27; რედ.-გამომცემელი გ. სპასკი. ჟურნალი აქვეყნებდა რუს და უცხოელ ავტორთა გამოკვლევებს, მიმოხილვებს, ინდ., ირან., ჩინ., არაბ., კავკ. და სხვ. ქვეყნების ისტ., გეოგრ., ხელოვნ. და ლიტ-რის შესახებ. ჟურნალში დაიბეჭდა კ. რაინჰარდტის „მოგზაურობა საქართველოში“; ხელმოუწერელი ვრცელი „წერილი ვეფხისტყაოსანზე“ (1827, რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი სტატია რუს. პრესაში), რ-შიც გადმოცემულია პოემის დაწვრილებითი შინაარსი და ვახტანგ VI-ის კომენტარების კრიტ. განხილვა. მკვლევართა აზრით, ეს წერილი ნ. ჩუბინაშვილს უნდა ეკუთვნოდეს.

ვ. შადური