აზმაიფარაშვილი შალვა ილიას ძე [25. XII. 1902 (7. I. 1903), თბილისი, - 17. V. 1957, იქვე], დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1941). სტალინური პრემიის ლაურეატი (1948).
1930 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია საორკესტრო (პროფ. ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფ. მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით; 1933 კი - ასპირანტურა (პროფ. ა. გაუკისა და ე. მიქელაძის ხელმძღვანელობით). 1923 – 28 უკრავდა სასულე და სიმფ. ორკესტრებში. 1932-იდან იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938–52 – მთავარი დირიჟორი. 1943–53 ხელმძღვანელობდა საქართვ. რადიოს სიმფ. ორკესტრს, 1954–57 - საქართვ. სახელმწ. სიმფ. ორკესტრს. ა-ის მუს. ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართ. ოპერა: მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (ორივე 1937), შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946; სსრკ სახელმწ. პრემია, 1947), ი. გოკიელის „პატარა კახი“ (1943), დ. თორაძის „მთების ძახილი“ (1947) და სხვ. ა-ის მუს. ნაწარმოებებია სიმფ. პოემა „ყვარლის მთებს“ (1939), საორკესტრო სიუიტა „ძველი თბილისის სურათები“ (1941), სიმფონია (1945), ვოკალურ-სიმფ. პოემა „ქართლი“ (1946), ოპერა „ხევისბერი გოჩა“ (1951), მუს. კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1952) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; Д о н а д з е В. Г., Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1 (1921 – 1945), Тб., 1975; К в и р и к а д з е Т., Массовая песня, კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957.
გ. ტორაძე