აზორთი

აზორთი, სოფელი ისტორიულ სამხრეთ. საქართველოში, ტაოს პროვინციის თორთომის მხარეში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.).

მდებარეობს თორთომისწყლის (ახლანდ. თორთუმ-ჩაი) მარჯვ. მხარეს, აღჯაყალის ქვემოთ. ამ სოფლიდან მიიღო სახელი თორთომის ხეობის ქვემოწელმა – „აზორდაცფორი“ (აზორთის ხევი), რ-იც „სომხურ გეოგრაფიაშია“ (VII ს.) დაცული. ა. ქართ. წყაროებში არ იხსენიება. 1549–50-იდან ა. უკვე ოსმ. საზღვრებში იყო.

ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980.

ა. თოდრია