ათანასე ალექსანდრიელი (Athanasios ho Alexandreõtikos) (დაახლ. 295 – 2. V. 373), ქრისტ.-მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწე და ღვთისმეტყველი, „მართლმადიდებლობის მამად“ წოდებული და არიანელობის თავგამოდებული მოწინააღმდეგე.
მის მრავალრიცხოვან თხზულებათაგან გიორგი მთაწმიდელს, ეფრემ მცირეს და სხვ. ქართულად უთარგმნიათ ჰაგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური, დოგმატიკური და სხვა ჟანრის შრომები. მათ შორის აღსანიშნავია „ცხოვრებაჲ წმიდისა ანტონისი“, „წამებაჲ წმიდისა მინაჲსი და ერმოგინე და ევღრაფოჲსი“, „საკითხავი თქმული ჭეშმარიტებისათჳს ჯუარისა, რომელსა ზედა ივნო ქრისტემან“, „ცხოვრება წმ. მამათა სტეფანესი და ნიკონისი“, ფსალმუნთა განმარტებანი, კითხვა-მიგებანი, სიტყვები, ეპისტოლეები და სხვ.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1957.