გორის უნივერსიტეტი

გორის უნივერსიტეტი.

გორის უნივერსიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დაარსდა 2007 გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად და ამ უმაღლესი სასწავლებლების სამართალმემკვიდრეა. 1935 გორში გაიხსნა 2-წლიანი სასწავლებელი (სამასწავლებლო ინ-ტი), რ-იც 1939 გადაკეთდა გორის სახელმწ. პედ. ინ-ტად, სწავლების 4-წლიანი კურსით; 1939 ინ-ტს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი ეწოდა. თავდაპირველად ინ-ტს ჰქონდა ლიტ-რის, ისტ., ფიზ.-მათ. ფაკულტეტები, ფუნქციონირებდა 3 კათედრა, 50-იანი წლებისათვის კი – 22 კათედრა. დაემატა ახ. სპეციალობები: ბუნებისმეტყველების, გეოგრ., ფიზ. აღზრდისა და დაწყ. განათლების. 1980 ინ-ტში იყო 4 ფაკ-ტი: საბუნებისმეტყველო და ფიზ. აღზრდის, ისტორია-ფილოლოგიის, დაწყებითი განათლების პედ. და მეთოდიკის, საზ. პროფესიათა; სწავლობდა 1342 სტუდენტი, მუშაობდა 114 პროფესორ-მასწავლებელი. 1982 ინ-ტმა შეწყვიტა მიღება; სტუდენტების ბოლო გამოშვება 1985 იყო. ამავე წელს მოხდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწ. პედ. ინ-ტის რეორგანიზაცია და ინ-ტს ეწოდა გორის სახელმწ. ეკონ. ინ-ტი. 1991 ინ-ტმა აღადგინა პედ. და შეინარჩუნა ეკონ. სპეციალობებიც. 1997-იდან გ. უ-ს გორის სახელმწ. ეკონ.-ჰუმანიტარული ინ-ტი ეწოდა; სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორებზე იყო შემდეგი ფაკ-ტები: აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის; ფინანსების; საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების; კომერც. საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის; წარმოების ეკონ. და სტატისტიკის; სამართალმცოდნეობის; ფილოლ. და გეოგრ.-ბიოლოგიის; ფიზ. აღზრდისა და დაწყ. განათლების; დაუსწრებელი (სულ 18 სპეციალობა). მუშაობდა 21 კათედრა, 20 კაბინეტ-ლაბორატორია, კომპიუტერული ცენტრი და ტელეცენტრი, 2 ლინგაფონური კაბინეტი, ბ-კა. ინ-ტში სწავლობდა 3 ათ. სტუდენტი, მოღვაწეობდა 174 პროფესორ-მასწავლებელი, მ. შ. 22 მეცნ. დოქტორი და პროფესორი, 83 მეცნ. კანდიდატი და დოცენტი. ინ-ტის თანამშრომელთა ავტორობით გამოცემულია 80-ზე მეტი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მონოგრაფია. ინ-ტს ჰქონდა 3 სასწ. კორპუსი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (1500 ადგილი). 1999 წ. 16 ივლ. ინ-ტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი (საქართვ. პრეზიდენტის №260 ბრძანების საფუძველზე). 2009 გ. უ-ს სასწავლო პროცესი მოიცავდა საუნივერსიტეტო განათლების ყველა საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). ფუნქციონირებდა 3 ფაკ-ტი: 1. განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკ-ტი; სპეციალობები და სპეციალიზაციები: პედაგოგიკა (დაწყებითი განათლება, ფიზიკური აღზრდა), განათლების მეცნიერებები (განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა, ისტორია, ქართ. ენა და ლიტ-რა, ინგლისური ენა და ლიტ-რა, გერმ. ენა და ლიტ-რა, რუს. ენა და ლიტ-რა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია, ინფორმატიკა), კომპიუტერული ტექნოლოგიები (ინფორმაციული ტექნოლოგიები), საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ფიზიკური გეოგრაფია), ჯანდაცვა (სამკურნალო საქმე, სტომატოლოგია); 2. ჰუმანიტარული ფაკ-ტი; სპეციალობები, სპეციალიზაციები და ქვესპეციალიზაციები: ჰუმანიტარული მეცნიერებანი [ისტორია, ფილოლოგია (ქართ. ენა და ლიტრა, გერმ. ენა და ლიტ-რა, რუს. ენა და ლიტ-რა)]; 3. სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი; სპეციალობები და სპეციალიზაციები: სამართალი (სამართალმცოდნეობა, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი), სოც. მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, ეკონომიკა), ბიზნესი და მართვა (ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ტურიზმი). გ. უ-ში მოქმედებდა 14 სამაგისტრო პროგრამა (განათლების მეცნიერებები; მასწავლებელთა განათლება; ქართ. სალიტერატურო ენა; ქართ. ლიტ-რა; საქართველოს ისტორია; ანგლისტიკა; ჟურნალისტიკა; ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; ფინანსები; საბანკო და სადაზღვევო საქმე; საბუღალტრო, საგადასახადო საქმე და აუდიტი; ტურიზმის მენეჯმენტი; სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი); მოქმედებდა აგრეთვე სადოქტორო პროგრამები: მათ. მიმართულებით (ალბათობის თეორია და მათ. სტატისტიკა; ტოპოლოგია და ტოპოლოგიური მეთოდების გამოყენება); საქართველოს ისტორია; XX ს-ის ქართ. ლიტ-რა; ქართ. ენათმეცნიერება. გ. უ-ის ფარგლებში ფუნქციონირებდა პროფ. უმაღლესი პროგრამები: სასტუმროების, რესტორნებისა და სპეც. ღონისძიებების ადმინისტრირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირება. გ. უ. მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საზღვარგარეთის, ისე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (ლიტვის, ლატვიის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწ. უნ-ტთან, თბილისის ილიას სახელმწ. უნ-ტთან, აგრეთვე თელავის, ბათუმის, ქუთაისის უნ-ტებთან). გ. უ-ს აქვს 5 სასწავლო კორპუსი, ბ-კები (422 ათასამდე დაცვითი ერთეული, მ. შ. – 67475 დასახელების 290437 ეგზემპლარი და 131432 ჟურნ. ნომერი), სამკითხველო დარბაზები, სპორტ. მოედნები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტლაბორატორიები და სხვ. 2010 წ. 1 იანვ-თვის გ. უ-ში მუშაობდა 87 პროფესორ-მასწავლებელი (47 – სრული პროფესორი, 36 – ასოცირებული, 2 – ასისტენტ-პროფესორი), სწავლობდა 2000- მდე სტუდენტი.

ლ. მელაძე

ზ. ცოტნიაშვილი