ათაულა მეჰმედ შანი-ზადე (XVIII ს. დასასრ. – XIX ს. I ნახ.), თურქი ისტორიკოსი, ოსმ. კარის ოფიციალური ისტორიოგრაფი 1819–25.
მისი ოთხტომიანი ოსმ. ისტორია შეიცავს 1808–21 ამბებს. მასში აღწერილია ავტორის მიერ განცდილი, თვალით ნახული და მისი თანამედროვე ამბები. თხზ. I–II ტომებში უხვადაა ცნობები საქართველოს შესახებ: XIX ს. 20-იან წწ. ბათუმსა და ფოთზე, გონიოს ციხეზე, საქართვ. გლეხთა მდგომარეობაზე, იმერეთის მეფე სოლომონ II-ზე, ჩილდირის ვილაიეთზე (ადმ.-ტერ. ერთეული), გაშუქებულია რუს.-ოსმალეთის ურთიერთობის ცალკეული მომენტები აღნიშნულ პერიოდში.
ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., XV – XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974;
ნ. შენგელია