„ათონის კრებული“, ძვ. ქართული მწერლობის ძეგლი.
ეტრატის ხელნაწერი კრებული, რ-ის შექმნის მიზანი იყო ათონის ივერთა მონასტრის მხოლოდ ქართველთა საკუთრებაზე მინიშნება. დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში (A – 558). დღევანდელი სახე კრებულმა მიიღო სხვადასხვა რედაქტორის მუშაობის შედეგად. სპეციალისტები გამოყოფენ სამ რედაქციას: 1) შედგენილია იაკობ დეკანოზის თაოსნობით მიქელ დაღალისონელის მიერ 1074; თავდაპირველ რედაქციას უნდა განეკუთვნებოდეს იოანე და ექვთიმე მთაწმიდლების ცხოვრება, ექვთიმე მთაწმიდლის დასდებლები, სხვანი გალობანი მისივე, აღაპები და იოანე მახარებლის ცხოვრება; 2) იაკობ დეკანოზს 1074-ის შემდგომ, დაახლ. 80-იანი წწ. მიწურულში კრებულისათვის დაუმატებია ილარიონ ქართველის ცხოვრება, ილარიონ ქართველისა და იოანე მთაწმიდლის საგალობელ-დასდებლები; ამასთან, შეგნებულად შეუცვლია თხზულებათა თანმიმდევრობა; 3) XII ს. 40-იან წლებში იოანე თაფლაჲსძეს კრებულის ერთი ნაწილი, სახელდობრ, აღაპები მექანიკურად ბოლოში გადაუტანია. „ა. კ.“ მთლიანად დაიბეჭდა 1901.
გამოც.: ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით. საეკლესიო მუზეუმის გამოცემა, წინასიტყვ. მ. ჯანაშვილის, [ტფ.], 1901.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., „ათონის კრებულის“ რედაქცია, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.
მ. ქავთარია