ათრაქა შარაღანის ძე (აღმოსავლურ წყაროებში ხანი არტიკი), ყივჩაყთა მთავარი XII ს. I ნახევარში.
მისი ასული გურანდუხტი ცოლად ჰყავდა დავით IV აღმაშენებელს, რ-მაც ა. შ. თავისი ოჯახითა და ტომით საქართველოში გადმოასახლა (1118–19). შემდგომ მეფემ ყივჩაყთაგან 40 ათასიანი მუდმივი ლაშქარი შექმნა.
წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ნ. შოშიაშვილი