„აკაკის დღე საქართველოში“, ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი.
გამოვიდა 1908 თბილისში. გამოიცა ორი 16-გვერდიანი ნომერი. მეორე ნომერს ეწოდა „აკაკის დღენი საქართველოში“. გამომცემელი - ვ. გუნია.
ალმანახში გამოქვეყნებულია ა. წერეთლისადმი მიძღვნილი ლექსები, მოთხრობები და წერილები, დ. კაკაბაძისა და ო. შმერლინგის ნახატები და კარიკატურები.