აკამათის ნასოფლარი

აკამათის ნასოფლარი, ფეოდალური ხანის ძეგლი სოფ. კუჭეჭის (დუშეთის მუნიციპ.) აღმ-ით, აკამათის ხევის მარჯვ. ფერდობზე.

შენობათა კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ლოდებით, მშრალი წყობით. თითოეული ოთახის ფართობია 30–50 მ². ნასოფლარის სამხრ.-აღმ. ნაწილში შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. ეს უკანასკნელი გალავნით ყოფილა შემოზღუდული. ეზოს ფართობია დაახლ. 350–400 მ². ნასოფლარის სამხრ-ით გამოვლენილია დანგრეული სათავსი, რ-შიც აღმოჩნდა სახატო ინვენტარი. ნასოფლარის აღმ-ით XIX ს. ნამოსახლარია, რ-ის მიდამოებში შემორჩენილია 3 ნაწისქვილარი, ჩრდ-ით ხატის ნიშია.

გ. რჩეულიშვილი