აკეს სტატერი, ელინისტური ხანის (ძვ. წ. III ს.) ოქროს მონეტა, ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი.
მხატვრული და ტექ. შესრულებით არ ჩამოუვარდება პროტოტიპს. მასა – 8,45 გ. ოქრო მაღალი ხარისხისაა. მონეტის ავერსზე გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი, რევერსზე – ქალღმერთი ათენა და ბერძნ. წარწერა Basileos Aku – აკე მეფისა. მეფის სახელი აკე სხვა წყაროებით უცნობია. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ იგი კოლხეთის მეფე იყო. მეცნიერებისათვის ცნობილია ორი ასეთი სტატერი, ორივე აღმოჩენილია ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე: ერთი ტრაპიზონის (თურქეთი) მიდამოებში (დაცულია პარიზის მედლების კაბინეტში), მეორე – ხონის მუნიციპ-ის სოფ. კინჩხაში (ინახება საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში).
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, 2009; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; მისივე, Новые материалы к изучению статеров царя Аки, «Вестник древней истории», 1948, № 1; მისივე, О достоверности имени, выбитого на статере базилевса Аки, იქვე, 1949, № 1; Х а р к о А. П., Существовал ли царь Akes?, იქვე, 1948, № 2.
დ. კაპანაძე