აკიღვრა

აკიღვრა, აკუღრა, მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედის სამხრ. განშტოებაზე, მდ. ააფსთის სათავესთან.

სიმაღლე 2511 მ. აგებულია ზედაიურული კირქვებით. ფერდობებზე ფართოფოთლოვანი ტყეა, ზემოთ–სუბალპ. მდელოები.