აკობია შოთა სოფრომის ძე (31. V. 1920, სოფ. ჭალა, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 11. VII. 1996, ქ. სოხუმი) მწერალი.
სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1937–42) და ამავე დროს თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (დაუსწრებლად). მუშაობდა წალენჯიხის რ-ნული გაზ. „სტალინელის“ რედაქციაში (1944–45), გაზ. „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში (1950–54). იყო ალმანახ „ლიტერატურული აფხაზეთის“ რედაქტორი (1954–59), აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართ. სექტორის გამგე (1959–74), 1974 -იდან – „საქპრესის“ აფხ. განყ-ბის გამგე. პირველი ლექსი „ბაღში“ გამოაქვეყნა 1938, ლექსების პირველი წიგნი „სამშობლოს დილა“ – 1951. ა-ს მთავარი პოეტური კრებულებია „ლექსები და პოემა“ (1953, 1955), „წყაროს დაბადება“ (1956), „შენ გამახსენდი“ (1957), „ლექსები და ბალადები“ (1959), „პირველი სიყვარული“ (1963), „დაბადების დღე“ (1973), „რჩეული ლექსები და პოემები“ (1980), „ფიქრები გზაში“ (1984), „შენთვის, მეგობარო“ (1985). მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი“ (1966; ნაწ. 1 – 2, 1971, რუს. ენაზე, 1976), „სიყვარული და სინათლე“ (1986); მოთხრობების წიგნები „მზექალა“ (1986), „დიალოგები სიკვდილის წინადღეს“ (1976); საბავშვო ნაწარმოებები, აფხ. მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვ. მონაწილეა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულისა.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუს. და აფხ. ენებზე.