აკორდიკა

აკორდიკა (ქართ. ხალხ. მუსიკაში), მრავალხმიან (როგორც ვოკალურ ისე საკრავიერ) მუსიკაში ბგერების ვერტიკალური ურთიერთშეფარდება, რ-იც განაპირობებს ქართ. ხალხ. მუსიკის ჰარმონიულ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას.

ქართ. ხალხ. მუსიკაში ვხვდებით როგორც ტერციული, ისე არატერციული წყობის აკორდებს. რთული აგებულების ტერციული წყობის აკორდებში (სეპტაკორდები, ნონაკორდები), ევროპ. მუს. კანონზომიერებისაგან განსხვავებით გამოტოვებულია ტერციული ბგერა, განსაკუთრებით ორიგინალურია ქართ. არატერციული წყობის აკორდები; სამხმიან წყობაში – კვარტკვინტაკორდი, სეკუნდკვინტაკორდი, კვარტსეპტაკორდი, სეპტოქტაკორდი, ოქტნონაკორდი, კვინტნონაკორდი, სექსტსეპტაკორდი (დიდი და პატარა); ოთხხმიან წყობაში – კვარტკვინტოქტაკორდი, კვარტკვინტსეპტაკორდი, კვინტოქტნონაკორდი და სხვ. ქართ. ხალხ. ა. დაედო საფუძვლად ძვ. ქართ. პროფ. მრავალხმიანი საგალობლების მუსიკალურ ენას.

ლიტ.: ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი  შ., ქართლ-კახეთის ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია, თბ., 1970; Ж о р д а н и я  И., Грузинское традиционное многоголосие в международном контексте многоголосных культур, Тб., 1987.

ი. ჟორდანია