აკროპოლისი

აკროპოლისი (ბერძნ. akropolis, ლიტ. ცენტრი). ა. იყო პირველადი დასახლ. ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. იგი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რ-საც ომიანობის დროს თავს აფარებდა მოსახლეობა. ა. – ქართულად შიდაციხე, ზედაციხე, ზედაქალაქი – ჰქონდათ ძვ. ქართ. ქ-ებსაც: მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, ციხეგოჯს, ანაკოფიას, ვანს და ა. შ. ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიოს კოკეიანოსი (155 ან 164–229) თავის „რომის ისტორიაში“ ა-ად იხსენიებს მცხეთის შიდაციხეს (ზედაციხეს). იგი მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. 65 რომაელთა სარდალი პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და ა-მდე მიაღწია. მცხეთის ამ ნაწილს არმაზციხე ეწოდებოდა.

ა. აფაქიძე