„აკტი გონიური“

„აკტი გონიური“, 1832 წელს ცარიზმის წინააღმდეგ შეთქმულ ქართველ თავადაზნაურთა წესდება.

შეადგინა ფ. კიკნაძემ. წესდებაში მუხლებად იყო ჩამოყალიბებული ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმების, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვ. „ა. გ-ში“ გამოყენებულია ე. წ. „მასონური ლოჟებისა“ და ლიბერ.-განმათ. ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი. დედანი დაცულია საქართვ. ცენტრ. სახელმწ.-საისტორიო არქივში.

იხ. აგრეთვე შეთქმულება 1832 წლისა.

ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1 – 3, თბ., 1935 – 76.