„აკტი ისტორიჩესკიე“ („ისტორიული აქტები“), რუსეთის სახელმწიფოს ისტორიული დოკუმენტების კრებული.
შეაგროვა და გამოსცა არქეოგრაფიულმა კომისიამ (ტ. 1–5, სპბ., 1841–43). შეიცავს ძვირფას წყაროებს სოც.-ეკონ. პოლიტ. დიპლ. და სამხ.-ისტორიულ საკითხებზე, მ. შ. საქართველოს შესახებ.
გამოც.: Акты исторические, собранные и изданные Археографической комиссиею, т. 1–5, СПб., 1841 – 43.