აკურისხევი

აკურისხევი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 8,4 კმ, აუზის ფართ. 28,4 კმ².

სათავე აქვს გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე, წყალმცირეა ზაფხულში, ზოგჯერ შრება კიდეც. ერთვის რამდენიმე დროებითი ნაკადი. საშ. წლ. ხარჯი 0,1 მ³/წმ.