აკუსილაოს არგოსელი (Akusilaos ho Argeios) (ძვ. წ. VI ს.), ძველ ბერძენ ისტორიკოსთა უფროსი თაობის, ე. წ. უფროსი ლოგოგრაფოსების ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ავტორია სამი წიგნის შემცველი საისტორიო თხზულებისა „გენეალოგიები“, რ-ის მცირე ფრაგმენტებიღაა მოღწეული. ა. ა. ამ თხზულებაში გადმოსცემდა მითიური ხანის ისტორიას. მისი მთავარი წყარო მითები, ლეგენდები და ეპიკური ნაწარმოებები იყო. ა. ა-მა დაწვრილებით გადმოგვცა არგონავტთა თქმულების უძველესი ვერსია და კოლხეთთან დაკავშირებული ამბები.
ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.
ა. ურუშაძე