აკუშოსხევი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 12,8 კმ, აუზის ფართ. 34,9 კმ².
სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად.
საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.