ალაბი, სიგრძის საზომი ერთეული ოსმალეთის იმპერიაში.
უდრიდა საშუალოდ 68,8 სმ-ს. გავრცელებული იყო დას. და სამხრ. საქართველოშიც (იხ. აგრეთვე მეტროლოგია ისტორიული).
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 - ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია., ტფ., 1925; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX – XIX სს.), თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე