გორული საადრეო

გორული საადრეო

გორული საადრეო, ქართული ატმის ჯიში. გამოყვანილია გორის მეხილეობა-მებოსტნეობის სასელექციო- საცდელ სადგურში (1939–52). აქვს მსხვილი, მომრგვალო ნაყოფი; მოყვითალო-მოთეთრო, წითლად შეფერილი კანი; თეთრი, ნაზი, არომატული რბილობი; სახრავია. მწიფდება აგვ. დასაწყისში. გავრცელებულია გორის, გარდაბნისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

ე. ერისთავი