ალავერდაშვილი თენგიზ ისაკის ძე (დ. 26. I. 1927, თბილისი), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (1981).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1949). 1950-იდან მუშაობს „საქსოფლმშენსახპროექტში“,, პროექტის მთავარი არქიტექტორი (1963-იდან). ნამუშევრები: კ. ამირაჯიბის სახ. საქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი (1971), საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კომპლექსი (1979, ორივე თბილისში), გურჯაანში ადმ. შენობა (1981; ყველა მ. კაკაბაძესთან ერთად) და სხვ. აზომილი აქვს (1962, 1963; მ. კაკაბაძესთან ერთად) აღმ. საქართვ. მთიანეთის (ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზ.-საკულტო ნაგებობები.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე