ალავერდის სპილენძ-ქიმიური კომბინატი (ყოფ. ალავერდის სპილენძსადნობი ქარხანა).
ფერადი მეტალურგიისა და ქიმიური მრეწველობის საწარმო სომხეთში (ქ. ალავერდი, რკინიგზის სადგ. ალავერდის მახლობლად). XVIII ს-ში ერეკლე II-ის მიერ ანატოლიიდან ჩამოსახლებულმა ბერძენმა ოსტატებმა აქ მოაწყვეს სპილენძის წვრილი სარეწები, რ-თა ბაზაზე 1770 აშენდა ქ-ნა.