ალავიძე იოსებ ოთარის ძე

ალავიძე იოსებ ოთარის ძე (დ. 23. X. 1964, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1997). საქართვ. შსს დამსახურებული მუშაკი (2001).

დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტი (1986). თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1996). 1988-იდან მუშაობდა საქართვ. შს სამინისტროს ორგანოებში. 1991–95 იყო საქართვ. შს. სამინისტროს მე-6 დამოუკიდებელი სამმართველოს უფრ. ოპერატიული რწმუნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი, ორგანიზებული დანაშაულის, ბანდიტიზმის, რეკეტის, გამოძალვის, ადამიანთა გატაცების და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ მებრძოლი განყ-ბის უფროსი. 1995 ბოლოს დაინიშნა საქართვ. შს სამინისტროს ქვემო ქართლის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1997–2001 მუშაობდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსად. 2002-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ორი მედლით, „მხედრული მამაცობისათვის“(1994–95) ვახტანგ გორგასლის“ II ხარისხის ორდენით (1999).

1999 მიენიჭა აშშ ტეხასის შტატის ქ. დენტონის „საპატიო მოქალაქის“ წოდება 2003 – ქ. რუსთავის „საპატიო მოქალაქის“ წოდება.

ლ. დოლიძე