ალავიძე მიხეილ ნესტორის ძე

ალავიძე მიხეილ ნესტორის ძე [დ. 11 (24). V. 1916, სოფ. საირმე, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი 1996, IX, ქუთაისი], კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1955).

1932-იდან აქვეყნებს წერილებს, რეცენზიებსა და ნარკვევებს. პირველი წიგნი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 1947 გამოსცა. გ. სამხარაძესთან ერთად შეადგინა კრებ. „ქართველი პოეტები ქუთაისს“ (1947); შეკრიბა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო წიგნს „ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა“ (1951), ლექსიკონი დაურთო აგრეთვე დ. კლდიაშვილის თხზულებათა ორტომეულს (1952). მასვე ეკუთვნის „ლიტერატურული წერილები“ (1981).

არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე.