ალაზნის ველის ნამოსახლარები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარი გორები, სადაც ადამიანი დასახლდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში.
მათი უმეტესობა (ალავერდი I, II და სხვ.) შუა ბრინჯაოს ხანაში მიუტოვებიათ, შესაძლებელია, ურწყავი მიწათმოქმედების კრიზისის გამო. გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში სარწყავ მიწათმოქმედებაზე გადასვლის შემდეგ ა. ვ. ნ. ხელმეორედაა ათვისებული. მდ. ალაზნის ქვემო დინების მარჯვ. ნაპირას არის გორების ჯგუფი (ტყის ბოლოს გორა, რუსის გორა, ვასილგორა, ასანურგორა, ძველი ანაგის გორა და სხვ.), სადაც ადამიანი განუწყვეტლივ ცხოვრობდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანამდე. უწყვეტი ცხოვრება შესაძლებელი გახადა ხელოვნურ რწყვაზე დაფუძნებულმა სამიწათმოქმედო მეურნეობამ. ასეთივეა ახმეტის ჩრდ-ით მთის ფერდზე ილტოს ნამოსახლარი (იხ. ილტოს არქეოლოგიური ძეგლები).
კ. ფიცხელაური