ალათემური

ალათემური, სოფელი საინგილოში (ახლანდ. აზერბ. რესპ. კახის რ-ნში).

იგი სხვა ინგილოურ სოფლებთან შედარებით ახალია. შედიოდა ელისუს სასულთნოში. აქ დასახლდნენ ელისუს უკანასკნელი სულთნის დანიელ-ბეგის (1830–44) დროს კახ-ინგილოდან გადმოსული ინგილოები თავდაპირველად დროებით, შემდგომ ხანებში კი – მუდმივად (ზამთარ-ზაფხულ), რის შედეგადაც იგი დამოუკიდებელ სოფლად ჩამოყალიბდა. ა-ის სახელით ცნობილია ორი სოფელი: დიდი ა. (ბოიუქ-ალათემური) და პატარა ა. (ქიჩიქ-ალათემური). სოფელი დასახლებულია ქრისტიანი ქართველებით.

წყარო: ზაქათალას წოდებრივ-საადგილმამულო კომისიის მასალები (იხ. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 236).

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჭარ-ბელაქანი. ისტორიული ნარკვევი, თბ., 1972.

თ. პაპუაშვილი