ალამბარი, სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), მდ. აჭყვის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი სოფლები: ა., ზედა კონდიდი). ზ. დ. 150 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 1,8 ათ. მცხ. (2014). XV–XVI სს-ში ა. გურიის სამთავროს ცენტრი და მთავრის რეზიდენცია იყო. სოფლის მახლობლად დგას ე. წ. მამუკას ციხე (სავარაუდოდ, XVIII ს.).
ი. სიხარულიძე