ალბანელები

ალბანელები კავკასიისა, დასავლეთ კასპიისპირეთის ბინადარი უძველესი ტომი, კავკასიის ალბანეთის ძირითადი მოსახლეობა.

ლაპარაკობდნენ ალბანურ ენაზე. ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა (იხ. ალბანური დამწერლობა). თავდაპირველად წარმართები იყვნენ (მთვარისა და მზის თაყვანისმცემლები), IV ს-ში ქრისტიანობა მიიღეს. სტრაბონის თქმით, ა. თვალადნი და ახოვანნი ყოფილან. რომაელი მემატიანის იულიუს სოლინუსის (III ს. ) მიხედვით, ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ. XI ს-იდან იწყება ა-ის ასმილაცია თურქ. მოდგმის ტომებსა და მეზობელ ხალხებში. იხ. აგრეთვე ალბანეთი კავკასიისა.