ალდე

ალდე, საქართველოს მეფის, გიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილთან – დემეტრე უფლისწულთან ერთად ანაკოფიის ციხეში ცხოვრობდა. 1032, ბაგრატ IV-თან შინადინასტიური ბრძოლის დროს, მან და დემეტრემ ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე უფლისწულის გარდაცვალების შემდეგ ა. შვილიშვილთან (დემეტრეს შვილთან) ერთად ოსეთში დასახლდა.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).