ალევის ქედი, ლომის-ალევის ქედი, კავკასიონის სამხრ. შტო.
არხის ქედით უერთდება მთავარი ქედის ტოტს – ხარულის ქედს. ა. ქ. მდ-ების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რ-იც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი, მუნჯუხე, ყურყუტა, ლომისი და სხვ. სამხრ-ით ბოლოვდება ლორწომის კლდის (ალევის კლდის) მასივით. მაღლა ქედზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ქვემოთ – ფართოფოთლოვანი ტყეები.
ლ. მარუაშვილი