ალერგოლოგთა რესპუბლიკური სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოება, შეიქმნა 1980 თბილისის ალერგოლოგთა ასოციაციის (ჩამოყალიბდა 1970) ბაზაზე. აერთიანებს 110 წევრს. ექიმ-ალერგოლოგებთან ერთად აერთიანებს სხვა მომიჯნავე დარგების სპეციალისტებსაც. თავის პლენარულ სხდომებზე სამეცნ. მოხსენებებთან ერთად განიხილავს ცალკეული ალერგოლოგიური კაბინეტების მუშაობის საკითხებს, რესპ. სხვადასხვა რ-ნში აწყობს გამსვლელ სესიებსა და სამეცნ.-მეთოდურ სემინარებს. საზ-ბის თაოსნობითა და მონაწილეობით ჩატარდა საერთაშ. სიმპოზიუმები და სემინარები - ყოფ. სოციალ. ქვეყნების ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა საზ-ბების III სიმპოზიუმი (1979, სოხუმი); საქართვ.-შვეციის სემინარი (1980, თბილისი) და სიმპოზიუმი (1984, თბილისი); საქართვ.-გერმ. სიმპოზიუმი (1986, თბილისი). საზ-ბის წევრები მონაწილეობას ღებულობენ ალერგოლოგთა საერთაშ. კონგრესების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში.
1992 მაისი-იდან ფუნქციონირებს როგორც საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაცია.
1997-იდან ა.ს. შეუერთდა 1984 დაარსებულ იმუნოლოგთა საზ-ბას და შეიქმნა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (თავ-რე რ. სეფიაშვილი).
გ. გურგენაძე