ალეურა

ალეურა, მდინარე აღმ. საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ქსნის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართ. 95 კმ².

სათავე აქვს ალევის ქედის დას. კალთაზე საფერშეთის მთის მახლობლად. მიედინება ღრმა და ვიწრო ტყიან ხეობაში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.