ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე 1484–1510. ბაგრატ VI-ის ძე.
მამის გარდაცვალების შემდეგ ა. II-მ ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ და იმერეთის ტახტს დაეუფლა, 1484 ა. II-მ მოახერხა ტახტის დაბრუნება მცირე ხნით. 1488 ა. II-მ საბოლოოდ სძლია კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა. შემდგომ ა. II-მ თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის. 1509 აიღო გორი და ქართლის ჩრდ.-დას. ნაწილს დაეუფლა. მაგრამ ოსმალთა შემოსევამ აიძულა ქართლისათვის თავი მიენებებინა.
ლიტ.: რ ე ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი მ., იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967.