ალექსანდრე იესეს ძე

ალექსანდრე იესეს ძე (ბაგრატიონი), ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. I ნახევარში. მეფე იესეს მესამე ვაჟი, ანტონ I-ისა და აბდულა-ბეგის ძმა.

დაიბადა ირანში და იწოდებოდა ისაკ-ბეგად. XVIII ს. 40-იან წლებში ქართლის ნაიბი იყო. 1742, არაგვის საერისთავოში გლეხთა აჯანყების დროს, სცადა იქ გაბატონება მაგრამ თეიმურაზ II-მ გამოაძევა. 1744-იდან ქართლის ჯანიშინი იყო. თანამდებობიდან მალე გადააყენეს, რადგან მხარს უჭერდა აბდულა-ბეგს ქართლის ტახტისათვის ბრძოლაში. 1750 გაქრისტიანდა და საუფლისწულო მამულები მიიღო ქვემო ქართლში. 1759 იძულებული გახდა რუსეთში გადასახლებულიყო. ჯერ ასტრახანის გარნიზონში მსახურობდა ოფიცრად, შემდეგ, 1761-იდან – ყიზლარის ქართ. ესკადრონში. ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება. მისი შვილიშვილი იყო მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი.

წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.

ლიტ.: მ ა ჭ ა რ ა ძ ე  ვ., მასალები XVIII ს. მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. 2, თბ., 1968.

ლ. ტუხაშვილი