ალექსანდროპოლის ხელშეკრულება 1920, დაიდო სომხეთის დაშნაკურ მთავრობასა და ოსმალეთის დიდი ეროვნ. კრების მთავრობის წარმომადგენელთა შორის, სომხეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 2 დეკ., ქ. ალექსანდროპოლში (ახლანდ. გიუმრი).
ომი დაშნაკური მთავრობის დამარცხებით დამთავრდა. დაშნაკებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1920 წ. 29 ნოემბ.) შემდეგ. შეთანხმების მიხედვით, სომხ. ტერიტ. ერევნის რ-ნითა და გოქჩის ტბით იფარგლებოდა, ნახიჩევანი, შარური და შაჰთაჰთი კი „ოსმალეთის მფარველობაში“ გადადიოდა. ოსმალეთი კისრულობდა სამხ. დახმარება გაეწია დაშნაკებისათვის, როცა ამას მოითხოვდა საგარეო ან საშინაო ვითარება, ან როცა სომხ. რესპუბლიკა სთხოვდა. რსფსრ და ოსმალეთს შორის 1921 მარტის შეთანხმებითა და 1921 ყარსის ხელშეკრულებით (ამიერკავკ. საბჭ. რესპუბლიკებსა და ოსმალეთს შორის) ა. ხ. გაუქმდა.
ლიტ.: К л ю ч н и к о в Ю. В., С а б и н и н А. В., Международная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях, ч. 3, в. 2, М., 1929.