„ალექსანდროული“

„ალექსანდროული“, სუფრის მშრალი ღვინო. ამზადებენ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მუჯურეთულისა და ალექსანდროული ვაზის ჯიშის ყურძნისაგან; დასაშვებია ამბროლაურის, ცაგერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ვაზის ჯიშების ყურძნის დამატება, იხ. აგრეთვე „ხვანჭკარა“.

ა. სირბილაძე