ალექსი I კომნენოსი (Alexios Komnēnos) (დაახლ. 1048–15. VIII. 1118), ბიზანტიის იმპერატორი 1081-იდან, კომნენოსთა დინასტიის დამფუძნებელი.
ტახტზე ასვლამდე დაუკავშირდა ბიზანტ. დედოფალს, საქართვ. მეფის, ბაგრატ IV-ის ასულს, მარიამსა და ბიზანტ. დიდმოხელეს, წარმოშობით ქართველს, გრიგოლ ბაკურიანის ძეს. მათი ხელშეწყობით და მცირეაზიელი (კაპადოკიელი) დიდებულების მხარდაჭერით ხელთ იგდო ძალაუფლება. მარიამმა ოფიციალურად იშვილა ა. I კ. იმ პირობით, რომ მის ვაჟს კონსტანტინე დუკას თანამოსაყდრედ გამოაცხადებდა. ა. I კ-ის ძმას, ისაკს ცოლად ჰყავდა მარიამ დედოფლის ძმის (თუ დის) შვილი ირინე. მარიამის მიერ ა. I კ-ის შვილობილად გამოცხადებამ და ისაკის ქორწინებამ შექმნა ტრადიცია კონმენოსებისა და საქართვ. სამეფო საგვარეულოს ნათესაობისა და ალბათ ამიტომ იყო, რომ იმპ. ანდრონიკე I კომნენოსის მოკვლის შემდეგ მისმა მცირეწლოვანმა შვილიშვილებმა ალექსიმ და დავითმა თავი შეაფარეს თამარის კარს.
წყარო: Анна Комнина, Алексиада, пер. с греч., М., 1965
ლიტ.: Chalandon F., Essai sur le règne d′Alexis I Comnène, P., 1900.
ნ. ლომოური