ალექსი მიხეილის ძე (19. III. 1629–29. I. 1676), რუსეთის მეფე (1645–76).
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოების შესუსტებით ხელს უწყობდა აბსოლუტიზმის განმტკიცებას. რუსი ვაჭრების სასარგებლოდ ზღუდავდა უცხო კაპიტალის მოძალებას. იცავდა ეკლესიაზე სამეფო ხელისუფლების უზენაესობის პრინციპს. წარმატებით ებრძოდა ოსმალეთსა და ყირიმის სახანოს. მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს, რ-იც 1658 თვითონ ჩავიდა რუსეთის მეფის კარზე სამხ. დახმარების სათხოვნელად, და იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს. თითქმის 15 წელი დაჰყო მის კარზე ბატონიშვილმა ერეკლე დავითის ძემ (ერეკლე I ). ა. მ-ის დროს რუსეთის მფარველობა მიიღეს იმერეთმა და თუშ-ფშავ-ხევსურეთმა.
ლიტ.: მ ა ჭ ა რ ა ძ ე ვ., ჩანაწერები თეიმურაზ პირველის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წელს. დოკუმენტები, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.