ალექსიძე ნიკოლოზ ესტატეს ძე [15 (28). XII. 1900, სოფ. წრომი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი – 14. II. 1970, თბილისი], ენტომოლოგი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1942), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).
დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი (1925). 1935-იდან მუშაობდა საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მცენარეთა დაცვის განყ-ბის გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიო-ეკოლ. საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ვაზის უმთავრესი მავნებლები და მათთან ბრძოლა, თბ., 1953.
გ. თოდუა