„ალია საქართველოდან“

„ალია საქართველოდან“ („საქართველოდან ამოსული“), ქართული გაზეთი ისრაელში.

დაარსდა 1974 ქ. ბათ-იაეში. გამოდის კვირაში ორჯერ. „ა. ს.“ მკითხველს აწვდის ინფორმაციას ისრაელის საზ.-პოლიტ. ცხოვრების შესახებ, ბეჭდავს აგრეთვე ქართვ. ებრაელთა ყოფის ამსახველ ნარკვევებს, რეპორტაჟებს, ინფორმაციებს, მხატვრული შემოქმედების ნიმუშებს და სხვ. 1986-იდან იგი ებრ. ენაზეც გამოდის.

გამომცემელი და მთავარი რედაქტორი – აბრამ სეფიაშვილი. გაზეთი ისრაელის გარდა ვრცელდება ევრ. და ამერ. ქვეყნებშიც, სადაც საქართველოდან წასული ებრაელობა დასახლდა.

გ. ბათიაშვილი