ალიბეგაშვილი გაიანე ვლადიმერის ასული (1. III. 1922, სოფ. ახლანდ. დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგი, - 08. 08. 1997, თბილისი) - ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975), პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1944) და ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1948). 1949-იდან ამავე ინ-ტის თანამშრომელია, 1985-იდან – შუა საუკუნეების სახვ. ხელოვნ. განყ-ბის გამგე. 1968-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იკვლევს შუა საუკუნეების ქართ. მონუმ., დაზგურ და მინიატურულ მხატვრობას, შუა საუკუნეების ქართ. ქანდაკებას, თანამედროვე ქართ. სახვ. ხელოვნებას. აღსანიშნავია მისი ნაშრომები შუა საუკუნეების ქართ. საერო პორტრეტის, ხელნაწერთა დასურათებისა და სვანეთის ფერწერული სკოლის, ქართ. თეატრ. დეკორ. ხელოვნების შესახებ. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნების, აგრეთვე ქართ. და ბიზანტ. ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში; ბიზანტინოლოგთა საერთაშ. კონგრესებში.
თხზ.: Четыре портрета царицы Тамары, Тб., 1957; Давид Какабадзе, Тб. 1958; Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966 (თანაავტ.: Н. Аладашвилш, А. Вольская); Художественный принцип иллюстрирования грузинской рукописной книги XI – нач. XIII вв., Тб., 1973; Оформление постановок театров им. Руставели и Марджанишвили (1922 – 1966 гг.), «ქართული ხელოვნება», 1974, ტ. 7 (სერია B); Светский портрет в грузинской средневековой монументальной живописи, Тб., 1979; Живописная школа Сванети, Тб., 1983 (თანაავტ.: Н. Аладашвили, А. Вольская); Le icone della Georgia, წგნ.: Le icone, Mil., 1981 (იტალ., ფრანგ., გერმ., ინგლ., სერბ., ხორვატ. ენებზე, თანაავტ.: ა. ვოლსკაია); La miniature e le icone dipinte. La scultura, წგნ.: I tesori della Georgia, Milano, 1983 (იტალ., ფრანგ., გერმ., ინგლ., სერბ., ხორვატ. ენებზე).
მ. დიდებულიძე