ალიბეკი

ალიბეკი, მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხ. კავკასიონის მთავარ ქედზე, საქარველოს და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე, მდ-ების ჩხალთისა (კოდორის მარჯვ. შენაკადი) და დომბაის (თებერდის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3868 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტ. ფიქლებით. დაფარულია მუდმივი თოვლით.

ა-ზე პირველად 1936 ავიდნენ ჩხალთის ხეობიდან.

მ. უთმელიძე